ხერსონის რეგიონში 600 კვ. კმ. წყლით არის დაფარული

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 5,61 მეტრს შეადგენს.

ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში წყლით 600 კვადრატული კილომეტრი დაიფარა, საიდანაც 32% მარჯვენა სანაპიროზეა, ხოლო 68%  – მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ამჟამად დროებით არის ოკუპირებული.

პროკუდინის თქმით, სტიქიის ზონიდან 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედია კი წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან 4300 ადამიანია გაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები