აშშ-ის ელჩი ჩინეთში: იმედი მაქვს, ჩინეთი სწორ არჩევანს გააკეთებს და აიძულებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი

აშშ-ის ელჩმა ჩინეთში, ნიკოლას ბერნსმა იმედი გამოთქვა, რომ პეკინი „სწორ არჩევანს გააკეთებს“ და რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებისკენ უბიძგებს.

„ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, მაგრამ ჩინეთის სწორი არჩევანია აიძულოს რუსეთი დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები და აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო პეკინისგან მსგავს ქმედებებს ელის, თუმცა ზუსტად იმის პროგნოზირება შეუძლებელია, თუ რას გააკეთებს ჩინეთის მთავრობა.

„მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ აშკარად ვიცავთ და მათ იციან ჩვენი პოზიცია”, – დასძინა ბერნსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები