პუტინი: კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას „ბარბაროსული ქმედება“ უწოდა.

როგორც მან თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ჰესის განადგურებამ ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

„კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს და აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რეგიონში კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები