ზელენსკი: რუსების მიერ კახოვსკაიას ჰესის აფეთქების შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერორისტული ქვეყნის – რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა.

„ძალიან რთული სიტუაციაა. გვესმის, რომ 35-იდან 80-მდე დასახლება დაიტბორება. გვესმის, რომ დიდი პრობლემები იქნება, ამიტომ ჩვენ მოვამარაგებთ სასმელი წყლით იმ ტერიტორიებს, რაც ჯერ არ დატბორილა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საუბარია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებზე. მისი თქმით, ტრაგედიის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, „როცა ტერიტორია წყლისგან დაიცლება“.

„გაირკვევა რა დარჩა და რა გადარჩა იქ. პარალელურად ყველა გუნდი მუშაობს… მათ [რუსმა ოკუპანტებმა] ტერიტორია წინასწარ დანაღმეს და ეს საკუთარი ხელით გააკეთეს. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული კლასიფიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირთან, ნატოსთან, ეუთოსთან, ასევე მივიღებთ რჩევებს [გაეროს] უშიშროების საბჭოსგან.  ჩვენ ასევე მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები