“მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას, ვერც წყლით და ვერც რაკეტებით ვერ შეგვაჩერებთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტები უკრაინის მიწის ყოველ მეტრს ტერორისთვის იყენებენ.

„რუსი ტერორისტები, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, მხოლოდ ადასტურებენ მთელი მსოფლიოსთვის, რომ ისინი უნდა განვდევნოთ უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დავუტოვოთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება იქნება. უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებით, ან სხვა რამით ვერ შეაჩერებთ”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. უკრაინის ლიდერმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მოიწვია.

ამ დროისთვის, ხერსონის რეგიონში 8 დასახლებული პუნქტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის დატბორილი, ასევე, ქალაქ ხერსონში ერთი მიკრორაიონი.

დაწყებულია ხალხის ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები