ოკუპანტების შეჭრის შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების რაოდენობა 485-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრიდან დაღუპული ბავშვების რაოდენობა 485-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ასევე, რუსული აგრესიის შედეგად 1005-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

აღნიშნულია, რომ ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებში დაღუპულთა დადგენის სამუშაო გრძელდება.

ყველაზე მეტი დაზარალებული ბავშვია დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.

რუსეთში 19 505 ბავშვი იქნა დეპორტირებული, აქედან 13 244 ნაპოვნია, 371 კი სახლში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები