Sky News-მა მოიპოვა კონტრაქტი, რომელშიც სავარაუდოდ ასახულია, რომ ირანმა რუსეთს იარაღი მიჰყიდა

ტელეკომპანია Sky News-მა კონტრაქტი მოიპოვა, რომელიც სავარაუდოდ ასახავს იმას, რომ თეირანმა მოსკოვს საბრძოლო მასალები მიჰყიდა.

კონტრაქტის ღირებულებაა მილიონზე მეტი დოლარი.

ტელეკომპანიას ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ დოკუმენტი “100%-ით ნამდვილია”.

წყარომ ტელეკომპანიას ასევე კიდევ ერთი კონტრაქტის ხუთი გვერდი გადასცა, რომელიც, სავარაუდოდ, პირველთან არის დაკავშირებული და რომელიც შეიცავს T-72 ტანკისთვის ლულებს; ლულებს ჰაუბიცებისთვის და ასევე მისთვის ჭურვებს. ეს გარიგება 740 ათასი დოლარი ჯდება.

Sky News-მა დამოუკიდებლად დოკუმენტების ავთენტურობის გადამოწმება ვერ შეძლო.

თუმცა, უსაფრთხოების სტრუქტურებში წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ „ეს არის კონტრაქტი ირანელებსა და რუსებს შორის საბრძოლო მასალის შესახებ… ჩვენ გვჯერა, რომ ის 100%-ით ნამდვილია“.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის და ირანის საელჩოებმა კომენტარის შესახებ Sky News-ის თხოვნას არ უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები