დღეს მინიატურების თეატრის დამაარსებელს, მსახიობსა და რეჟისორს, თენგიზ ჩანტლაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

დღეს საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, მინიატურების თეატრის დამაარსებელს, მსახიობსა და რეჟისორს, თენგიზ ჩანტლაძეს, 90 წელი შეუსრულდებოდა.
კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ ჩანტლაძის, ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
თენგიზ ჩანტლაძე 1960-61 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1962 წლიდან კი გახლდათ მის მიერვე დაარსებული მინიატიურების თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობი.
მინიატიურების თეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა; სამსახიობო ტექნიკა, გარდასახვისა და იმიტაციის დიდი უნარი, იუმორი და ლირიზმი მაყურებელში მუდამ მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევდა.
თენგიზ ჩანტლაძის მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია: ლუარსაბი, ანატოლ ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ბესარიონ გაჩეჩილაძე; დღემდე აქტუალური და ღიმილს მომგვრელია მისი პერსონაჟების ფრაზები თუ სახასიათო ინტონაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები