თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფესტივალი – 2023 გაიმართება

1-3 ივნისს, 12-17 საათის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ფოიეში, თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფესტივალი – 2023 გაიმართება.
ორგანიზატორების  ინფორმაციით, .წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 15-მდე გამომცემლობა, რომლებსაც საბავშვო და საყმაწვილო (შემეცნებითი) წიგნები სპეციალური ფასდაკლებით ექნებათ წარმოდგენილი.
2-3 ივნისი – 15:00-16:00 (ასაკობრივი კატეგორია 6-9 წელი)
ფესტივალზე სპეციალური მოწვევით თურქი საბავშვო მწერალი მუგე მენგუ ჰალე, ჩაატარებს ვორკშოპს პეტსი და კრუნჩი – ზღვის კუები ეძებენ მთვარის შუქს. ეს გამოცდილება ბავშვებს გააცნობს შემოქმედებითი ისტორიების თხრობის პროცესს და დაეხმარება მათ ბუნების უკეთ აღქმაში გართობის დროს.
ტექნიკური უნივერისტეტის ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სტუდენტური სახელოსნოს შემეცნებითი/გასართობი პროგრამა: სტარტაპი,  ანიმაციური ფილმების ჩვენება; თამაშები; აუდიო-ვიზუალური არტი.
გამოფენა – მოლიერი 400
1-3 ივნისი – 14:00 – 15:00
წიგნის პრეზენტაცია (გამომცემლობის საათი)
1-3 ივნისი – 16:00 – 17:00
შეხვედრა მწერალთან: მარიამ წიკლაურთან; ირმა მალაცაძესთან,  ლელა ცუცქირიძესთან.
ფესტივალი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების განათლების ქსელის პატრონაჟით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები