პარლამენტმა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” კანონპროექტი.
პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რეგულირდება არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციასთან, შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დავების განხილვასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და ერთიან საინფორმაციო პლატფორმასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივაა.