სპეცრაზმელი, რომელიც აქციაზე საქართველოს დროშას კოცნიდა, საზეიმოდ დაჯილდოვდა

პოლიციელის დღეზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის ლეიტენანტი – იოსებ როსტიაშვილი სამინისტროს მედალიონით – ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ის სწორედ ის სპეცრაზმელია, რომლის კადრებიც გავრცელდა.

როსტიაშვილი მარტში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე იღებს და კოცნის აქციის მონაწილის მიერ მიწაზე დაფენილ საქართველოს დროშას.
აღნიშნული სამართალდამცველი სპეცრაზმის თანამშრომელია.
დროშის კადრები:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები