გიორგი ვოლსკი: დეპოლარიზაცია ნიშნავს არა დამეგობრებას, არამედ ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნას, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა
“დეპოლარიზაცია არ ნიშნავს დამეგობრებას, ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნას ყველასათვის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიცემა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი რეალობაა შექმნილი, როცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს.
„რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსის მოცემა განიხილება ორ ასპექტში, ერთი, რომ ევროპული საზოგადოება, შესაბამისი სტრუქტურები ობიექტურად აფასებენ იმ რეფორმებს, რაც საქართველოში გატარდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ სპეკულაციებს. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს დამეგობრებას, ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნას ყველასათვის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიცემა. გულწრფელობა არის აუცილებელი, როცა ამ ტრიბუნას იყენებ. ფაქტია, პოლარიზება მსოფლიოში არის თვალსაჩინო, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარებისათვის სამხედრო ძალას მოიხმარს, ასეთი რეალობა შეიქმნა, როდესაც პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.