გიორგი ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რეკომენდაცია არ შესრულდეს
“რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის, რეკომენდაცია არ შესრულდეს და ნურც ნურავინ დანიშნულა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დეპუტატების რაოდენობა და კონსულტაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილი 2 ვაკანტური ადგილის შევსების საშუალებას მისცემს მათ, კენჭისყრა ჩატარდება.
„ასე ეწინააღმდეგებოდნენ სახალხო დამცველის არჩევას, ერთადერთი ან უნდა იყოს კანდიდატურა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია წარადგენს და მაშინ მხარს დაუჭერენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდაცია შეუსრულებლად უნდა ჩაითვალოს. ეს აშკარაა, დამალულიც აღარ არის ეს დღის წესრიგი. თუკი დღეს იქნება საშუალება, რაოდენობა, კონსულტაციები მოგვცემს საშუალებას, რომ იმედი ვიქნიოთ, რომ შეიძლება იმ ორი ადგილის შევსება, გუშინ ამაზე განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ჩვენ ჩავატარებთ კენჭისყრას”, – განაცხადა ვოლსკიმ.