დავით მათიკაშვილი – დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერაზე: ეს პოლიტიკური დიალოგის, პროცესების ერთგვარი შემადგენელი ნაწილია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივის მხარდაჭერა საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ პოლიტიკური ჯგუფების ამ ინიციატივას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას გულისხმობს, დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას ვგულისხმობ. ეს არის საპარლამენტო ცხოვრება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ასპარეზი და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სწორედ პოლიტიკური დიალოგის, პროცესების ერთგვარი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები