„მთვარემდე და უკან“ – ისრაელის ბერ შევის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის სპექტაკლი გაიმართება
3 და 4 ივნისს, 15:00 საათზე, სოხუმის თეატრის სცენაზე, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ისრაელის ბერ შევის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი გამართავს სპექტაკლს – „მთვარემდე და უკან“.
სოხუმია თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლში წარმოდგენილია პატარა ბიჭუნას ჯადოსნური მოგზაურობა, რომელიც მიცურავს უჯრით, ებრძვის ქარიშხალს, ხტება კენგურუსთან ერთად, დაფრინავს ჩქარი ნათელი კოსმოსური ხომალდით – მთვარეზე და უკან. სპექტაკლში მსახიობები თამაშობენ გამოგონილ ენაზე. შოუ ხაზს უსვამს წარმოსახვის, გამბედაობის, დაჟინებულობისა და ინოვაციის მნიშვნელობას.
ორგანიზატორები: საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი, ეროვნულ სასახლესთან, თბილისის მიქელაძის სახ. თოჯინების სახელმწიფო თეატრთან, სოხუმის სახელმწიფო თეატრთან, მოძრაობის თეატრთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68.
მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68.