არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობა გრძელდება

“ჩვენ გვრჩება შემდეგი ნაბიჯი ის, რომ ევროპელ კოლეგებს ავუხსნათ დეტალურად, თუ რატომ ვერ შესრულდა ეს ნაწილი ბოლომდე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობა გრძელდება.

„დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გრძელდება ვაჭრობა სახელმწიფო ინტერესებით და საქართველოს ევროპული მომავლით. ეს ის ხალხია, რომლებიც ევროპაში ჩადიან და ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებსა და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას, ხოლო პარლამენტში გვეუბნებიან, რომ ამა და ამ პირობებს თუ არ დავაკმაყოფილებთ, მაშინ არ დაუჭერენ მხარს საბჭოს დაკომპლექტებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები