პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავენ
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა.
კანონპროექტით დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ასევე, იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დანიშვნის წესი.