პარლამენტში სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა სახალხო დამცველის ის წინადადებები განიხილეს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციასთან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები