მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ – ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება არ გვსურს

პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებების უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაშიც მმართველ გუნდს მონაწილეობის მიღება არ სურს.

„დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა პროტოკოლზე ბევრი ისაუბრა. თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს. ჩვენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს ის, რომ ჩვენ პრეზიდენტთან აქტიური დაპირისპირება გვქონდეს. სიტყვა „ვიღაცებს“ შემთხვევით არ ვამბობ, არც პრეზიდენტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები