რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას

“სინამდვილეში, 30 მაისს კენჭისყრაზე დადგება არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად კანდიდატების არჩევის საკითხი, არამედ მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას, ამ კითხვას გაეცემა პასუხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ კანდიდატებს კონკრეტულ კრიტერიუმებს უსაზღვრავს კანონი და აქ ძირითადად ორი კრიტერიუმია, ეს არის კვალიფიკაციის და მიუკერძოებლობის შეფასების კრიტერიუმი.

„ვინც არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, ის ფაქტობრივად ამით აღიარებს, რომ მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ამ ინტეგრაციის მტრობით არის სინამდვილეში დაკავებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ კანდიდატებს კონკრეტულ კრიტერიუმებს უსაზღვრავს კანონი და აქ ძირითადად ორი კრიტერიუმია, ეს არის კვალიფიკაციის და ასევე, მიუკერძოებლობის შეფასების კრიტერიუმი. არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ კრიტიკა ამ კონკრეტული კანდიდატების მიმართ, უბრალოდ ამბობენ, რომ არ ვაძლევთ ხმას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები