არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება

“არ შეიძლება სერიოზული განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება.

„არ შეიძლება სერიოზული განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას დეპუტატები ტოვებენ და რა თანამდებობებს არიგებენ? სჯობს, პარტიას მიხედონ და ის ელემენტარული პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც ჩანს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს ყვარელში გამართა. პარტიაში აღნიშნეს, რომ სხდომაზე იმსჯელებდნენ პარტიის განვითარებაზე, ასევე, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები