რატი იონათამიშვილი: თავის დროზე მთავარი მოტივაცია, როდესაც ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ჩვენმა გუნდმა, ეს იყო, გვყოლოდა აპოლიტიკური პრეზიდენტი

“თავის დროზე მთავარი მოტივაცია, როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ჩვენმა გუნდმა, ეს იყო, გვყოლოდა აპოლიტიკური პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მაღალი პასუხისმგებლობით განახორციელებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გაჟღერება ხდება.

„ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან, როგორც  უნდა ცდილობდნენ, რომ ჩვენ ხელოვნურად გავზარდოთ პოლარიზაცია ქვეყანაში და პოლიტიკური სარჩული დაედოს დებატებს პრეზიდენტთან, ეს არ და ვერ მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება სწორი მიმართულებით ხდებოდეს და, სხვათა შორის, თავის დროზე მთავარი მოტივაცია, როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ჩვენმა გუნდმა, ეს იყო, გვყოლოდა აპოლიტიკური პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მაღალი პასუხისმგებლობით განახორციელებდა. ცხადია, დღეს ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ოპოზიციურს, არამედ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამხმოვანებელ პოზიციებს და შესაბამისად, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ამ პროცესებში ჩავერთოთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები