ნიკოლოზ სამხარაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

პარლამნტის ინფორმაციით, შეხვედრისას PABSEC-ის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობა განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა.

შეხვედრაში მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები