არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ოპოზიცია საუბრობს, თითქოს, პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა

“რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა მმართველ გუნდს სურს.

“ვინც შეუძლიათ, ამ პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდა და მას პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს, პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები, სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრულები ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები