„ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალზე – „დოკს ბარსელონა“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზით დაჯილდოვდა

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის „ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალზე „დოკს ბარსელონა“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზით დაჯილდოვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  ფილმი მარიამ ჭაჭიას მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.
„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა ახლახან გაიმართა მიუნხენში, კინოფესტივალზე – Dok.fest.Munich.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები