სალომე ზურაბიშვილი ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას.
საქართველოსა და თურქეთის ახლო მეგობრობა დაკავშირებულია ძლიერი ურთიერთობებით, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.