დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარუდგინა.

მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ მოწყობასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, ანუ სამართლებრივი ნორმების შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე არსებული ნორმების გაუმჯობესებას და დახვეწას.

მისივე განმარტებით, ცვლილების არის იმაში მდგომარეობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 წევრის ნაცვლად იქნება 11. კანდიდატების დასახელების უფლების მქონე პირთა ჩამონათვალს ემატება კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი და ნაცვლად „არაუმეტეს 6 წლისა“ ჩაიწერება „6 წლით“. ასევე უქმდება აქამდე არსებული ამკრძალავი ნორმა, რომ პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია იყოს არჩეული საბჭოს შემადგენლობაში და არა მეტჯერ.

წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები