“ოპოზიციამ პროცესს გამოუცხადა ბოიკოტი და ვინც ხმა მისცა მის შესრულებას, ისინი ისე დააბულინგეს, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაახსენეს” – მდინარაძე – იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ევრორეკომენდაციის შესრულებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პუნქტს ბოიკოტი გამოუცხადა.
“საქმე გვაქვს ევრორეკომენდაციის შესრულებასთან და ის უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხია სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი და ჩვენმა ოპონენტებმა ამ საკითხის შესრულება გამოუცხადეს ბოიკოტი.
არათუ ბოიკოტი გამოუცხადეს, არამედ ვინც ხმა მისცა მის შესრულებას, ისინი ისე დააბულინგეს, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაახსენეს ხალხს. საკუთარი თანაგუნდელების ისე აბულინგეს და ისეთი რამ იკადრეს, რომ მათი მმართველობა კიდევ ერთხელ ამოვიდა ადამიანის ქვეცნობიერიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.