ფრანც კაფკას „ამერიკა“ და პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

6 ივნისს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ფრანც კაფკას „ამერიკა“.
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია – ავთო დიასამიძე;  დამდგმელი მხატვარი – ანა კალატოზიშვილი;  კომპოზიტორი – დიმიტრი დიასამიძე;  ხმის ეფექტები – დიმიტრი დიასამიძე;  ქორეოგრაფი – ლანა ყავრელიშვილი; ვიდეო პროექცია – არჩილ კუხიანიძე;  რეჟისორის თანაშემწე – თამარ ფრუიძე.

სპექტაკლის შესახებ:
თექვსმეტი წლის კარს როსმანს მშობლებმა ამერიკაში უკრეს თავი, რადგან მოახლისგან შვილი გააჩინა. ამ წინადადებით იწყება ფრანც კაფკას დაუსრულებელი რომანი „ამერიკა“. ადამიანის დაბადება სასჯელის თანასწორია, თუმცა ეს სასჯელი კარს როსმანს აძლევს შანსს, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. სრულიად უცნობ გარემოში მისი სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი იწყება. სახლი, სასწავლებელი, სიყვარული, მეგობრები, სამსახური, ყველგან აბსურდულ უსამართლობას აწყდება და სიმშვიდეს მხოლოდ ოკლაჰომის საზაფხულო თეატრში აღმოაჩენს, სადაც ბიუროკრატიული სიმკაცრის უკან ირეალური, მისტიკური სამყაროა და შეუძლებელია იმის დადგენა, რეალურია თუ არა ეს თეატრი, სიზმარია ეს ყველაფერი თუ ადამიანი საბოლოოდ გაუჩინარდა.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კარლი – ბექა ხაჩიძე
რობინსონი – ირაკლი ჩხიკვაძე
დელამარში – ბექა გოდერძიშვილი
ცეცხლფარეში, თეატრის დირექტორი – ბესო ბარათაშვილი
ტერეზა, კლარა – ანუკა გრიგოლია
ბიძა, მსახურთუხუცესი – ვალერი კორშია
პოლუნდერი, პორტიე – თემური კილაძე
გრინი, კაპიტანი, აჩრდილი – ონისე ონიანი
რენელი – თეონა ქოქრაშვილი
ბრუნელდა – ქეთი ცხაკაია
შეფმზარეული – ნინო დუმბაძე

სპექტაკლის ნახვა პრემიერის გარდა შესაძლებელია 7 და 8 ივნისსაც.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები