პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენპარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და ეგრეთ წოდებული პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს, ხვალ კი პლენარულ სხდომას წარუდგენს.