გოგა ხაინდრავა: ელენე ხოშტარიას პატრიოტიზმისა და ევროპული იდეების არავის სჯერა; უნივერსალური, ჩეკისტური განათლება მიიღო და ვხედავთ კიდეც, მისი ყველა ნაბიჯი ჩეკისტურია
მითს ქმნის ისევ ტოტალური სიცრუე და ინტერესი, რომლის სათავეში დღეს აშშ-ის ელჩი დგას, რომელმაც ვერ გაიგო, რა ქვეყანაში ცხოვრობს და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენელია, ფიქრობს, მისი სიტყვა საკმარისია, რათა თავი დაუკრან, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისა განაცხადა.
„ამ მითს ქმნის ისევ ტოტალური სიცრუე და ინტერესი, რომლის სათავეში დღეს აშშ-ის ელჩი დგას, რომელმაც ვერ გაიგო, რა ქვეყანაში ცხოვრობს და ფიქრობს, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენელია, მისი სიტყვა საკმარისია, რათა თავი დაუკრან. ეს იყო ის კიკუსკლანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წლიდან, 10 წლის განმავლობაში იდგა. ზუსტად იგივე მოდელით, იგივე შაბლონით, როგორც 2003 წელს მოხდა გადატრიალება, ზუსტად ასე ცდილობენ ახლა აქ გადატრიალებას. ამას ხომ აღარც არავინ მალავს! დღეს საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას სათავეში ჩაუყენეს სალომე ხაბეიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი და იგი არც მალავს, წამოცდენები აქვს“, – განაცხადა ხაინდრავამ.