შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სომხეთს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების იუბილე მიულოცა.
„ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ეს ისტორიული დღე აღნიშნავს მნიშვნელოვან თავს თანამედროვე სომხეთში და სომეხი ხალხის გამბედაობისა და მონდომების მოწმობაა. ვუსურვებ ჩვენს მეგობრებს წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.