ევროპარლამენტარი: საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი 

“საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს”, – ამის შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი“ მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით ხალხის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია.

„საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირშიც გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს. მაშინ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და ამისთვის საჭიროა მეტი ინფორმირება და მეტი სიცხადე ხალხისთვის. გესმით, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ნაწილი? შეიძლება თქვენ დაინახოთ ყველა თქვენი პრობლემის მომგვარებელი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირს აქვს რამდენიმე დადებითი და ნაკლებად დადებითი მხარე“, – განაცხადა მიკ უოლესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები