ილია დარჩიაშვილი: დაგვრჩა ძალიან ცოტა, რომ დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება
“თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს.
მისივე თქმით, ძალიან ცოტა დარჩა იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაასრულოს.
„საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად მიემგზავრება ბრიუსელში. მას ექნება შესაბამისი დღის წესრიგი და აქ ყველაზე მთავარია ის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში ჩვენი მთავარი აქცენტები უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთი მხრივ, იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რადგანაც ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამსახურებაზე მიღებული გადაწყვეტილების – საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, თუმცა ამისთვის არსებობს აქტივობები, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა საბჭომ, ევროკომისია ჩვენ ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.