არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე 

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს სრულ არგუმენტაციას მიაწვდის, თუ რის გამო ვერ შესრულდა საკითხი.

„ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტი საკითხს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია ბოლომდე შესრულებულიყო. მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ საკითხი დაბლოკა, მათ დარბაზი დატოვეს და ამით ბოიკოტი გამოუცხადეს ევრორეკომენდაციების შესრულებას. ეს პირდაპირ ემთხვევა მათ განცხადებებს, ფარულს თუ ღიას, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები შედეგს არ გამოიღებს და ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, მაშინ ჩვენ ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ მივიდა ეს კონკრეტული საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები იქნება გაზიარებული, ეს ხელს არ შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, შემდეგ სესიაზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, ეს საკითხიც წარმატებით დავხუროთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები