ბელგოროდის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

8126163 25.02.2022 Военнослужащие ВС РФ на бронеавтомобиле "Рысь" в Армянске. Константин Михальчевский / РИА Новости

ბელგოროდის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ის არხზე ავრცელებს.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმის გაუქმების შესახებ“, – წერს ის რეგიონის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ბელგოროდის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები აღნიშნულ რეგიონში შეიჭრნენ. თავის მხრივ, უკრაინა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები