“რაც უნდა იყბედონ კიევში იმის შესახებ, რომ ამ ტიპის დივერსიულ გამოხტომებს მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე”, – ასე პასუხობს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კითხვას, არის თუ არა უკრაინა ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი.
მედვედევის თქმით, აღნიშნული კიევის პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობაა.
„მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და, საბოლოოდ, მის სპონსორებს, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, პირდაპირი და უშუალო“, – განაცხადა მედვედევმა.