გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კანდიდატურას უჭერს.
შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენს აშშ-ში მეორე ვადით აირჩევენ.
გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპი განხეთქილებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ გერმანიაზეც.
„ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, ხელახლა აირჩიონ“, – განაცხადა შოლცმა ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ბაიდენის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.
„თუ ყველა ადამიანი მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ წავა, მაშინ კარგი მომავალი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში დიდ განხეთქილებას“, – განაცხადა შოლცმა.