ბელგოროდის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა დაწესებული, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.
„ბელგოროდის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, – აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.
აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადამოწმებას, გარკვეული უბნებიდან მცხოვრებთა დროებით განსახლებასა, სატელეფონო საუბრების კონტროლს, ქუჩებსა და გზებზე მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების შეზღუდვას, რეგიონის შესასვლელ-გასასვლელის შემოწმებას და სხვა.