ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაული გენოციდად აღიარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაული ერთხმად გენოციდად აღიარა, ხოლო რუსეთის რეჟიმი – რაშიზმად.

ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა.

„ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ, რომ მიგვეღო უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები“, – აღნიშნა ჩერნევმა.

​მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

გარდა ამისა, დოკუმენტი აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულს გენოციდად, გმობს რაშიზმის იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმას““.

ამასთან, ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები