ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, არის ნგრევა (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის რეგიონზე იერიში რაკეტებით და დრონებით მიიტანეს.

როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა დაწერა, 15 დრონის და 4 რაკეტის მოგერიება მოხერხდა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მათმა ნაწილმა მიზანს მაინც მიაღწია.

ერთ-ერთი დარტყმა მიყენებულია დნეპერში მდებარე კერძო საწარმოზე, რომელიც დაინგრა. ასევე, ნამსხვრევები შეეხო 3 კერძო სახლს და 9 კორპუსს, საბავშვო ბაღს, მაღაზიებს და ადმინისტრაციულ შენობებს.

დაშავებულია 7 ადამიანი, თუმცა, მისი თქმით, დაღუპულები არ არიან.

“ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურებულია 10-ზე მეტი მსუბუქი და სატვირთო მანქანა, ამავე რაოდენობის სპეცტექნიკა. ასევე, დაზიანებულია 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი”, – წერს ლისაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები