კოლუმბიის შეიარაღებულმა ძალებმა კაკეტას დეპარტამენტის ჯუნგლებში 4 ბავშვი იპოვეს, რომლებიც იმ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, რომელმაც კატასტროფა განიცადა.
ამის შესახებ “ტვიტერში” ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პედრომ დაწერა.
“ცოცხლად ვიპოვეთ ბავშვები, რომლებიც გუავიარის კატასტროფის შედეგად დაკარგულად ითვლებოდნენ. ეს სიხარულია მთელი ქვეყნისთვის”, – დაწერა პოლიტიკოსმა.
თვითმფრინავმა Cessna 206-მა კატასტროფა 1-ელ მაისს განიცადა, მისი ფრაგმენტები 370 საათის ძებნის შემდეგ იპოვეს. თვითმფრინავში სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სოლანოს მუნიციპალიტეტიდან ქალაქ სან ხოსე დელ გუავიარისკენ მიემართებოდნენ.
ჟურნალ Semana-ს ცნობით, ბავშვებმა, რომლებიც ავიაკატასტროფას გადაურჩნენ, ჯუნგლებში თავშესაფრის აშენება შეძლეს.
თავშესაფრის მოწყობა, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონამ შეძლო, რომელიც ჯუნგლებში უმცროს ძმებთან აღმოჩნდა, რომელთა ასაკი 11 თვე, 4 და 9 წელია.