ახალი კალედონიის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეადან 448 კილომეტრში, 37 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
აღნიშნულია, რომ “ცუნამი შესაძლებელია მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანაპიროებზე“.
კერძოდ, ვანუატუს რიგ სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცუნამი, რომლის სიმაღლე ერთიდან სამ მეტრს მიაღწევს.
ფიჯის, კირიბატისა და ახალი ზელანდიის სანაპიროებზე მათი სიმაღლე 0,3-დან 1 მეტრამდე იქნება.
სხვა ტერიტორიებზე ცუნამის სიმაღლე 0,3 მეტრს არ გადააჭარბებს.
ახალი კალედონია საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკურ ზონას, ჩრდილოეთიდან – ვანუატუს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ფიჯის.