ირანში სამი ადამიანი „სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულისთვის“ სიკვდილით დასაჯეს.
ამის შესახებ სააგენტო Mizan წერს.
აღნიშნულია, რომ სალიჰ მირჰაშიმი, მაჯიდ ქაზიმი და საიდ იაკუბი დამნაშავედ ცნეს პოლიციელის მკვლელობაში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
ირანის სასამართლოს ცნობით, სიკვდილით დასჯილები აკრძალული ორგანიზაციის “ირანელი ხალხის მუჯაჰედების” წევრები იყვნენ.