ანა მალიარი: ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

ამ დროისთვის, ჩვენ ვაკონტროლებთ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში საკუთარი რეზერვების დიდი ნაწილი გადაისროლეს და დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერეს.

„მტერმა თავისი რეზერვების უმეტესი ნაწილი ბახმუტში გადასხა და დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერა. დღეს, მტერი მთელი დღის განმავლობაში უტევდა ბახმუტს. ჩვენმა დამცველებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისთვის, ჩვენ ვაკონტროლებთ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. მტერმა ასევე შეუტია ბახმუტის ჩრდილოეთით გარეუბნებს. შეტევები მოგერიებულია. გარკვეულ ნაწილებზე ჩვენმა სამხედროებმა 500 მეტრით წინ წაიწიეს.

ბახმუტის სამხრეთ გარეუბანში სასტიკი ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მტერი შეტევაზე გადავიდა და ცდილობდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ ზარალი განიცადა და ამოცანების შესრულება ვერ შეძლო. ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარები 1 კმ-ით დაწინაურდნენ“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები