უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
სარაკეტო განგაშის სამსახურის alerts.in.ua-ს ცნობით, განგაშის მაუწყებელი სიგნალები უკრაინის თითქმის ყველა ოლქში ერთდროულად ამოქმედდა.
მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, რუსულმა საჰაერო ძალებმა მიგ-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გაუშვეს, რომლებსაც „კინჯალის“ ტიპის ზებგერითი რაკეტები გადააქვთ და ქვეყნის ყველა ოლქს საფრთხეს უქმნის.