როგორ გამოიყურებოდა ბახმუტი 2022 წელს და როგორია ის დღეს – Maxar Technologies სატელიტურ სურათებს ავრცელებს
155
სკოლის შენობა და საცხოვრებელი კორპუსები, 2022 წლის 8 მაისი
კომპანია Maxar Technologies-მა სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, როგორ გამოიყურებოდა ქალაქი ბახმუტი 2022 წლის 8 მაისს და როგორია ის დღეს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის შედეგად.
ბახმუტი უკრაინაში ომის ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა თქვა, უკრაინული ძალები ბახმუტის ირგვლივ მნიშვნელოვან ტერიტორიებს ინარჩუნებენ, რომლებიც მათ ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს.
2022 წლის 8 მაისი ბახმუტს ომი ჯერ არ შეხებია2023 წლის 15 მაისი, ბახმუტის ნანგრევები, ზოგიერთი სახლი მთლიანად დანგრეულია, სხვებისგან მხოლოდ დამწვარი ყუთებია დარჩენილი.2022 წლის 8 მაისი, უნივერსიტეტის შენობები და რადიო ანძა2023 წლის 15 მაისს უნივერსიტეტის კამპუსი ნანგრევებად იქცა, კოშკი დაიბომბასკოლის შენობა და საცხოვრებელი კორპუსები, 2022 წლის 8 მაისი2023 წლის 15 მაისს სკოლის შენობა ძლიერ დაზიანებულია, საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები ეწევა.