ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, რაკეტების უმეტესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს, მაგრამ ერთი სამრეწველო ობიექტს მოხვდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით მაისის დასაწყისიდან უკრაინის უკვე მეცხრე მასირებული იერიში განახორციელეს.