სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის ელექტრომატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ მარცვლეულით დატვირთული ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
ანექსირებული “ყირიმის რკინიგზაში” განაცხადეს, რომ ვაგონების რელსებიდან გადასვლა “სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში გარე პირების ჩარევის” გამო მოხდა.
ამასთან, ტელეგრამის არხი – Baza წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 08:20 საათზე სიმფეროპოლის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ბრიანკის რეგიონში ორი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს “დივერსია” უწოდა.