უკრაინის ქალაქ ხერსონთან რუსეთის სარაკეტო იერიშს სამი ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე განხორციელდა.
ერთ-ერთი ჭურვი ხერსონის სოფელ ზელენოვკაში, მაღაზიასთან ჩამოვარდა.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი 16 წლის მოზარდია. დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სავარაუდოდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.